სასიძომ გაიგო, რომ პატარძალმა საუკეთესო მეგობართან უღალატა და შურისძიება ქორწილის დღისთვის გადადო

ქორწილი

საქმრო, რომელმაც შეიტყო პატარძლის რომანის შესახებ, მის საუკეთესო მეგობართან,  ამბავი ქორწილის დღემდე საიდუმლოდ შეინახა და მხოლოდ ცერემონიაზე გაამხილა მათი რომანი. ამის შესახებ Daily Record იტყობინება.

ამბავი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ისტორია გადაცემა Unfiltered Bride-ის ერთ-ერთმა წამყვანმა ჯორჯ მიტჩელმა პოდკასტში მოყვა. მისი თქმით, ღალატის შესახებ მამაკაცმა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, მაგრამ გადაწყვიტა არ ეთქვა პატარძლისთვის, რომ ყველაფერი იცოდა. 

ისინი დაქორწინდნენ, ბანკეტიც დაიწყო და როდესაც სტუმრების წინაშე საქორწილო აღთქმის დრო დადგა, საქმრო ფეხზე წამოდგა და დამსწრეებს სთხოვა გაეხსნათ მათთვის ახლახან დარიგებული კონვერტები, სადაც იდო შიშველი პატარძლისა და საქმროს საუკეთესო მეგობრის ინტიმური ფოტოები.

ამის შემდეგ საქმრომ მიკროფონი ესროლა პატარძალს და წავიდა. მასთან ერთად წავიდნენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. პატარძალს მოუწია მარტო გადაეხადა ჩაშლილი ქორწილის ცერემონიის საფასური.

პოდკასტის ფრაგმენტი გამოქვეყნდა TikTok-ზე, სადაც ის ვირუსულად გავრცელდა. ბევრი მომხმარებელი მხარს უჭერდა საქმროს და აღფრთოვანებული იყო მისი გამბედაობითა და სიმშვიდით. „ყველაფერში შეგიძლიათ იპოვოთ შესაფერისი მომენტი. ეს ბიჭი ლეგენდაა“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.