რეგულაცია, რომელიც დამსაქმებლებისთვის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება

დამსაქმებელი

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, დამსაქმებელი ვალდებული გახდება სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.

მისივე თქმით, თუ დამსაქმებელი დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქცირების მექანიზმები იქნება გამოყენებული.

„დამსაქმებელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ტექნოლოგიურ პროცესს, რათა ტვირთის ხელით გადაადგილება და აწევა აუცილებელი არ იყოს. ამას გააკონტროლებს შრომის ინსპექცია. იმ შემთხვევებში, თუ გამოჩნდება, რომ ფიზიკურად არსებობს ისეთი გადაჭრის გზები, რომელიც პირს ხელით ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აარიდებს და დამსაქმებელი არ ახორციელებს ამ ღონისძიებას, ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება.