სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2  გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც Associated Press წერს, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს.

"დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ," - განაცხადა  New York Times-ის სპიკერმა, დანიელ როუდს ჰამ. 
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი ტრამპის, წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ტრამპი 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიის გამო, 100 მილიონი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ის ჟურნალისტებს მისი ძმისშვილის  მიზანმიმართულად მოძიებასა და მისგან კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების გამოთხოვნაში ადანაშაულებდა.

სასამართლომ New York Times-სა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრალდებები არ დააკმაყოფილა, თუმცა მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კვლავ განიხილება და მისი თხოვნა სასამართლოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოსამართლემ უარყო.