LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ვიეტნამში იქორწინეს ქალმა, რომლის სიმაღლეა 146 სანტიმეტრია, და მამაკაცმა, რომელიც თითქმის ნახევარი მეტრით უფრო მაღალია. ქორწილის დროს საჭირო გახდა, რომ საქორწილო ცერემონიაზე პატარძალი ე.წ. ტაბურეტკაზე დაეყენებინათ, - წერს გამოცემა VietnamNet.
პატარძლის სახელია კიმ სიუენი, ის 23 წლის არის. მისი საქმრო, ტჰან ზუი, მასზე ორი წლით უმცროსია. ისინი ცხოვრობენ ვიეტნამის ქალაქ ვინჰლონგში და ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ერთ კომპანიაში მუშაობდნენ.
საქმროს ახლობლები თავიდან ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ ქორწინებას, თუმცა წყვილის სიყვარულმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
ქორწილის დღეს გოგონამ 12-სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, თუმცა მაინც თითქმის ორი თავით დაბალი იყო საქმროზე. მთელი დღის განმავლობაში მამაკაცი ყველგან თან ატარებდა სკამს, რათა პატარძალს მასზე დადგომით შეძლებოდა საკმევლის დანთება, ფიცის თქმა ან სტუმრებისთვის მადლობის გადახდა.