საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელი

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს. დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს შეახსენებს უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

„შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშები განაახლა. ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.