მოძრაობა იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1763659365
კანადაში 27 წლის ვანესა კოლიასს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მისი ორი მცირეწლოვანი შვილის - 4 წლის დიმიტრისა და 5 წლის იანის - მკვლელობისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება 18 წლის შემდეგ ექნება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კოლიასმა დანაშაული სრულად აღიარა.
ტრაგედია 2023 წლის 10 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ ქალი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იპოვა. იგი აივნიდან ჩამოვარდნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო. სახლში შესვლისას სამართალდამცველებმა მისი შვილები უგონო მდგომარეობაში ნახეს. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალნენ.
თავდაპირველად სასამართლო ქალს პირველი ხარისხის მკვლელობა ედავებოდა, თუმცა ბრალდება შემცირდა მას შემდეგ, რაც სასამართლო ფსიქიატრმა დაადგინა, რომ ქალს რთული ფსიქოლოგიური კრიზისი - „ადაპტაციის აშლილობა“ - ჰქონდა. ის გამოწვეული იყო ქმრის გარდაცვალებით. მიუხედავად ამისა, დიაგნოზმა ის პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლა.

სასამართლოში ცნობილი გახდა, რომ ქალი ქმრის გარდაცვალებამდე მისი მუდმივი მომვლელი იყო, ძალიან იყო გადაღლილი და სტრესში იმყოფებოდა. ბავშვების დახოცვის შემდეგ ქალმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა და პარაპლეგია განუვითარდა. (პარაპლეგია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ქვედა კიდურებში გრძნობას კარგავს და ვეღარ ამოძრავებს).
გამოძიების შედეგად პოლიციამ სახლიდან წერილები და ნივთები ამოიღო, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ ქალმა ტრაგედია წინასწარ დაგეგმა. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციისთვის წერილები დატოვა. შვილების დასაკრძალავი ტანსაცმელი გარდაცვლილი მამის სურათის გვერდით დადო და ჯვარი კი მათი სხეულების გვერდით განათავსა.