1728312638
სამსახურში დაგვიანების გამო, ქალმა მოიტყუა, რომ ტაქსის მძღოლმა გაძარცვა, ცრუ ჩვენებისთვის კი, თავად დააკავეს (საბერძნეთი)
ქალმა პოლიციაში იჩივლა, რომ ტაქსის მძღოლმა გაძარცვა, რადგან სამსახურში დააგვიანა, ცრუ ჩვენებისთვის კი თავად დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 27 წლის ქალმა სამსახურში რამდენიმე საათით დაიგვიანა და პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომ ტაქსი აიყვანა, რათა იქამდე მისულიყო, თუმცა, ტაქსის მძღოლმა გაძარცვა, ჩანთა წაართვა, სადაც 200 ევრო ედო და შუა გზაში მიატოვა.
გამოძიება მაშინვე დაიწყო, რადგან ის აღწერდა დეტალებს, რომლებიც პოლიციის ოფიცრებში ეჭვს აღძრავდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ არ ემთხვეოდა, პოლიციის მხრიდან რამდენიმეხნიანი საუბრის შემდეგ მან აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა და არავის გაუძარცვავს.
ახალგაზრდა ქალს ახლა ცრუ ჩვენების მიცემა ედება ბრალად.