სამხრეთ კაროლინაში ბარში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ

სამხრეთ კაროლინაში, ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. სროლა გამთენიისას წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე ბარში მოხდა.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.