რატომ არ შეიძლება ჯვრის ჯაჭვზე ტარება - სასულიერო პირის განმარტება
1760290590
ისრაელის მხარე „ჰამასის“ მიერ შვიდი მძევლის გადაცემას ადასტურებს.
„წითელი ჯვრის მიერ გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, შვიდი მძევალი მათი მეთვალყურეობის ქვეშაა და ისინი ღაზას სექტორში მყოფი ისრაელის თავდაცვის ძალებისკენ მიემართებიან. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, მიიღონ დამატებითი მძევლებიც, რომლებიც, წითელ ჯვარს სავარაუდოდ, მოგვიანებით გადაეცემა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განმარტეს, პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაპირველად მძევლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს გადაეცემათ, შემდეგ კი მათ ისრაელში გადაიყვანენ.
„ჰამასმა“ გამოაქვეყნა ოცი მძევლის სახელი და გვარი, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე საათში გაათავისუფლებენ. გავრცელდა 1,718 პალესტინელი პატიმრის ვინაობაც, რომელსაც ისრაელის მხარე მძევლების დაბრუნების შემდეგ გაუშვებს. ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა.