VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
1737051347
მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს. პოსტზე ტრამპის წარდგენილმა კანდიდატმა მარკ რუბიომ ხედვა სენატში გამართული მოსმენისას ჩამოაყალიბა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკელი კანონმდებლები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ტრამპის სამოქმედო გეგმას რუბიოსგან ეცნობოდნენ.
მომავალი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სახიფათოა მსოფლიოში არსებული ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს აიძულებს სუვერენიტეტზე და იდენტობაზე უარი თქვან.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის კანდიდატმა NATO-ზე ისაუბრა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ინტერესშია, დასავლელი მოკავშირეების მიერ თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდა.
უკრაინის საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებისას, მარკ რუბიომ აღნიშნა, რომ არარეალისტურია უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ძალები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის მიზანი ომის დასრულება უნდა გახდეს. რუბიოს თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ უკრაინას დაფინანსება კი არა, უკრაინელები ეწურება და უკრაინის აღდგენას თაობები დასჭირდება. მომავალი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ქვეყანაში ნგრევის კოლოსალური დონეა და ამის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. რუბიო უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართულობას აანონსებს. ამბობს, რომ ამ პროცესში შესაძლებელია რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ან მათმა მოხსნამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.