1749372753
საფრანგეთში ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

საფრანგეთში ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 2 ივნისს, ღამით, ვილერბანში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში შეიპარა და ყურანი მოიპარა, ამის შემდეგ წიგნი ადგილზე დაწვა და დამწვარი მუსლიმური წმინდა წიგნი მეჩეთს გარეთ დატოვა.
საქმეს ლიონის პროკურატურა იძიებს.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თუმცა, საქმეში ჩაერთო ტერორიზმის დეპარტამენტიც.