საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია

ჯჯ

 საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი გამოვიდა.

აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, მარსელსა და სტრასბურგში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

სხვადასხვა დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.

დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და რეფორმას ითხოვენ. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა 900-მდე სკოლა.

✕