საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, პარიზში, მარსელსა და ლილიში მერის პოსტები სოციალისტებმა შეინარჩუნეს. პარიზის მერის არჩევნებში სოციალისტმა ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა.

ემანუელ მაკრონის პარტია „აღორძინებამ“ გამარჯვება ბორდოსა და ანსიში მოიპოვა. „რესპუბლიკელებმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს იმ ქალაქების უმრავლესობაზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ.

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ რამდენიმე პატარა ქალაქში გაიმარჯვა, ნიცის მერი კი „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის მოკავშირე ერიკ სიოტი გახდა.