ორი მიწისძვრა ზედიზედ - ამერიკაში, ვარაუდობენ, რომ მალე მძლავრი ვულკანიც ამოიფრქვევა
1743536075
სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, მარინ ლე პენი პირველ კომენტარს აკეთებს.
ულტრამემარჯვენე ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მილიონობით ფრანგი უკიდურესად აღაშფოთა მის მიმართ იმ პრაქტიკის გამოყენებამ, რომელიც მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან საკუთარი თავის ჩამოშორებას.
"მილიონობით ფრანგი წარმოუდგენლად აღშფოთებულია, როდესაც ხედავს, რომ საფრანგეთში, ადამიანის უფლებების ქვეყანაში, მოსამართლეები იყენებენ პრაქტიკას, რომელიც, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი", - აცხადებს პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ოპოზიციონერი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფინანსების ბოროტად გამოყენებაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.