საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა

ლე პენი

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. ამის შესახებ BFMTV იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, მარინ ლე პენის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 33% მიიღო. მეორე ადგილზე „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) გავიდა - 28.5%, ხოლო მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია - 22%.