ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკოლა სარკოზი ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლე მონდი"ავრცელებს.
ქვეყნის ექსპრეზიდენტს, ამ წლის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლა დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეეძლება.
როგორც ფრანგული გაზეთი წერს, საფრანგეთში სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიმართ გამოყენებული ეს ზომა უპრეცედენტოა.
2021 წლის მარტში საფრანგეთის პროკურატურამ სარკოზი კორუფციის და ვაჭრობის საქმეზე გავლენის ბრალით დამნაშავედ ცნო. 2023 წელს მან სასამართლოში სააპელაციო საქმე წააგო, 2024 წელს კი საკასაციო სასამართლომ მასთან დაკავშირებული განაჩენის სისრულეში მოყვანის განკარგულება გასცა.