1745863963
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის შემდეგ ემანუელ მაკრონს უბნებზე მისული ამომრჩევლების 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ხმების 41,4 პროცენტი აქვს.
საფრანგეთის პრეზიდენტს 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მარინ ლე პენმა კი 13 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
არჩევნებზე აქტივობა 65 პროცენტი იყო.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.