საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომ 2026 წლის ბიუჯეტი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიეღო

სებასტიან ლეკორნუ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გამოიყენა სპეციალური კონსტიტუციური უფლებამოსილება, რათა 2026 წლის ბიუჯეტი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიეღო. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

კერძოდ, ლეკორნუმ გამოიყენა 49.3 მუხლი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, მიიღოს კანონები პარლამენტის კენჭისყრის გარეშე, ბიუჯეტის მისაღებად.

ახლა, კონსტიტუციის თანახმად, საფრანგეთის პარლამენტს 24 საათი აქვს ლეკორნუს კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის. ეს თუ ვერ მოხერხდა, ბიუჯეტი ძალაში შევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა გადადგება.

როგორც ფრანგული მედია წერს, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და ულტრამემარცხენე მოძრაობამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ განაცხადეს, რომ უნდობლობის ვოტუმის წარდგენას აპირებენ.