როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ევრო 2026-ის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნები“ 21 იანვარს, რიგაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიას ეთამაშებიან. შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„დადგა ის მომენტი, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდით. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზად არის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში საკმაოდ გაძლიერდა, მათ კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატი მოგებით დავიწყოთ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.