1761562913
საფრანგეთის პირველი ლედის ონლაინ სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეს იწყება
საფრანგეთის პირველი ლედის ონლაინ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სასამართლო 10 ადამიანს გაასამართლებს. გამოცემა "ფრანც 24-ის" ინფორმაციით, პროცესები დღეს იწყება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ფრანგული მედია წერს, რომ ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მოიცავს სქესთან დაკავშირებულ ბრალდებებს. საქმის პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილებმა მაკრონის სქესსა და სექსუალობაზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელეს და წყვილის ასაკობრივ სხვაობას "პედოფილია" უწოდეს.
საფრანგეთის პირველმა ლედიმ სასამართლოში საჩივარი 2024 წლის აგვისტოში შეიტანა.










