საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 21 ოქტომბერს დააპატიმრებენ - ფრანგული მედია

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 21 ოქტომბერს დააპატიმრებენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სექტემბერში მიუსაჯა. უკვე ცნობილია, რომ ის სასჯელს პარიზის "სანტეს" ციხეში მოიხდის და მას სამარტოო საკანში მოათავსებენ.

ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში, ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმეზე.