იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1759744303
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თავისი მინისტრთა კაბინეტის წარდგენიდან რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა. ლეკორნიუ პოსტზე 26 დღის წინ დაინიშნა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მისი გადადგომა მიიღო, განაცხადეს ელისეს სასახლეში. გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ ლაკორნიუს მაკრონთან შეხვედრა უძღოდა, რომელიც 1 საათამდე გაგრძელდა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია.
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1759744303