საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

safrangeti

საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინფორმაცია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე  მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის სრულად დახუროს საჰაერო სივრცე.

„რუსეთსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლის მზარდი შეზღუდვების გამო, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ რუსეთში მყოფმა ფრანგებმა (ტურისტები, ვიზიტორები, სტუდენტები, მისიები) მიიღონ ზომები ქვეყნის დაუყოვნებლად დატოვების შესახებ არსებული საჰაერო კავშირებით“.- აღნიშნულია  საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთი ასევე ურჩია მოქალაქეებს გადადოს ნებისმიერი მომავალი მოგზაურობა რუსეთში.