რატომ გაუშვეს 480 მილიონი ნემსი კოსმოსში - აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მისია
1793539919
საბერძნეთში, ოპოზიციონერის ფარული მიყურადების გამო, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას მოითხოვენ.
საქმე ეხება ბერძენი კანონმდებლისა და ევროპარლამენტარის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ნიკოს ანდროულაკისის ფარული მიყურადების გარშემო აგორებულ სკანდალს.
საბერძნეთის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს, რომ ოპოზიციონერი ტელეფონს ფარულად უსმენდნენ. თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო.
სკანდალის აგორების შემდეგ საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის გენერალურმა მდივანმაც.