საბერძნეთში მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს

ვლადიმერ პლახოტნიუკი

საბერძნეთის პოლიციამ მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, პარლამენტის ექს-დეპუტატი, ვლადიმერ პლახოტინიუკი დააკავა. ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.

„საბერძნეთში, ათენში ინტერპოლის ოფიციალურმა არხებმა შეგვატყობინეს, რომ დაკავებულია მოლდოვის ორი მოქალაქე. მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პლახოტნიუკია“, - აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლდოვური მედიის თანახმად, მეორე დაკავებული - პლახოტნიუკის ერთ-ერთი თანამებრძოლი, ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე ცუცუა.

პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა. ის საცხოვრებლად აშშ-ში გადაბარგდა, თუმცა მოგვიანებით ამერიკამ, კანადამ და ევროკავშირმა მის წინააღმდეგ მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევის გამო სანქციები შემოიღეს. აშშ-ის შემდეგ პლახოტნიუკი საცხოვრებლად ჩრდილოეთ კვიპროსზე გადავიდა. ის მოლდოვის უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა.