საბერძნეთში, ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

ბკ

საბერძნეთში, ძარცვის ბრალდებით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძარცველებმა სულ მცირე 35 სახლი გაქურდეს.

გარდა ამისა, დაკავებულებმა საბერძნეთში ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინაც გაძარცვეს.

პოლიციის მიერ ამოღებულია ფული, რამდენიმე მანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ჩანთები, ნახატები, საათები, ჭურჭელი, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქვითრები და სხვა ნივთები.

დაკავებულია კიდევ სხვა 13 პირი, გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით გრძელდება.

ასევე ნახეთ:

„ბავშვობიდან მინდოდა ევროვიზიაზე გასვლა, ეს იქნება ოქროს სამი წუთი…” - ნუცა ბუზალაძე

გარდაიცვალა სკოლის დირექტორი, რომელიც მოსწავლეებს სროლის დროს იცავდა