გარდაიცვალა სკოლის დირექტორი, რომელიც მოსწავლეებს სროლის დროს იცავდა (აშშ)

სროლა სკოლაში

აიოვას შტატში, დირექტორი დენ მარბურგერი, რომელიც სტუდენტების დაცვის დროს დახვრიტეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„დენი იყო ლიდერი ჩვენს სასკოლო ოლქში, მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუა. ჩვენს სასკოლო საზოგადოებას გული დასწყდა დანის სიკვდილით", - ნათქვამია სკოლის ოლქის განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის დირექტორს ესროლეს და დაჭრეს 4 იანვარს. 17 წლის ბიჭი სკოლაში შეიარაღებული შევიდა, მოკლა მეექვსე კლასის მოსწავლე. ასევე დაიჭრა სკოლის დირექტორი და ოთხი მოსწავლე. 

აიოვას პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი თავდამსხმელი გარდაცვლილი იპოვეს, მან სროლის შემდეგ თავი მოიკლა. 

ასევე ნახეთ:

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებულები თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი გახდნენ

“ყინვა გაძლიერდება…” - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ