5400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1790590566
ავიაკომპანია United Airlines-ის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შეცდომით სხვა ქვეყანაში გაამგზავრეს. შემთხვევის შესახებ The Independent-ი წერს.
ანტონ ბერგი ნიუ-იორკიდან სტოკჰოლმში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომელმა ის შეცდომით დიუსელდორფის რეისზე დასვა.
როდესაც ბიჭის დედამ ბრენდა ბერგმა ამის შესახებ გაიგო, თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ბილიკზე მოძრაობდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ქალმა ვერ შეძლო.
„ჩემი შვილი ახლა სხვა თვითმფრინავშია! თქვენ ის გერმანიაში გაამგზავრეთ! არადა ჩვენ დამატებითი თანხა გადავიხადეთ, რათა თქვენს წარმომადგენლებს მისთვის ყურადღება მიექციათ“, - დაწერა ქალმა სოციალურ ქსელში.
რამდენიმე საათის შემდეგ ქალი ავიაკომპანიას დაუკავშირდა და ანტონ ბერგი დიუსელდორფიდან კოპენჰაგენის გავლით სტოკჰოლმში გაამგზავრეს, რასაც კიდევ ექვსი საათი დასჭირდა.
ბრენდა ბერგის ინფორმაციით, ავიაკომპანიას მომხდარის გამო ბოდიში არ მოუხდია, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ღირებულების გარდა მათ 150 დოლარი გადაიხადეს, რათა კომპანიის წარმომადგენელს არასრულწლოვანი საჭირო რეისზე დაესვა.