დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა, მას შემდეგ, რაც Boeing 737-ის პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიცია ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ Ryanair-ის თვითმფრინავში ჩხრეკას აწარმოებს.
ამავე ინფორმაციით, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სწრაფი ევაკუაცია მიმდინარეობს. ბორტზე დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა.
პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრენილი ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები.
პოლიცია მგზავრებს და მათ ბარგს ჩხრეკს.