რუსულმა საჰაერო ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანეს

 უკრაინა

 რუსულმა საჰაერო ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა. უკრაინის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, მათ წარმატებით მოიგერიეს თავდასხმის ტალღა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში, დღის დასაწყისიდან, სულ დაფიქსირდა 122 საბრძოლო შეტაკება.

თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ "მტრის შეჩერებას, ანადგურებენ ცოცხალ ძალას და ფიტავენ ოკუპანტების საბრძოლო პოტენციალს სისტემატური თავდასხმებით".