რუსული მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ძალოვანი უწყებების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, უფლებამოსილება შეუჩერდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კორპუსის მეთაურს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყვნენ ეჭვმიტანილები.

შეგახსენებთ, გუშინ ყარაბაღში, დასახლებულ პუნქტ ჯანიათაგის რაიონში რუსი მშვიდობისმყოფელების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ. ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და რუსეთის გენერალური პროკურატურები კონტაქტზე იმყოფებიან. ამასთან, კრემლის ცნობით, დღეს ილჰამ ალიევი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა; ასევე, დაღუპულთა ოჯახებს მატერიალური დახმარება შესთავაზა.