ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაში
1767118661
საქართველოს საზღვარზე გახშირდა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები, რომელთაც პასპორტში დაბადების გარკვეული ადგილი აქვთ მითითებული - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესების სექციამ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საუბარია რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომელთა დოკუმენტებში დაბადების ადგილად მითითებულია: უკრაინის სსრ, აფხაზეთის ასსრ, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.
„შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო უწყებების ქმედებებს გაურკვევლობის ელემენტი შეაქვს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასვენების გეგმებში, დაჟინებით ვურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავენ, გულდასმით აწონ-დაწონონ ყველა გარემოება და შესაძლო რისკები“, - ნათქვამია განცხადებაში.