1732386875
„მოგებას იმსახურებს მხოლოდ ერთი ადამიანი…“ - რას წერს ნინუსი ტურავა „პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტებზე
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე ნინუსი ტურავა, მიმდინარე სეზონის ფინალისტებზე პოსტს აქვეყნებს.
„რატომ ვუჭერ მხარს დიასას? იმიტომ, რომ ჩემი ისეთი საყვარელი გულშემატკივრები უჭერენ, რომ ამას ვერ გავატარებდი. თან პოზიტიური, მხიარული და კეთილი ბიჭია.
ნიკას რატომ ვუჭერ? - მისგან ერთი ცუდი სიტყვაც არ გამიგია, ნიჭიერია და არტი უყვარს, ჩემიანია ბევრი რამით.
ირაკლის რატომ ვუჭერ მხარს? ვგავართ რაღაცებში, მშვიდია და უკონფლიქტო, პოზიტიურიც. ზრდილობა სამივეს მაღალ დონეზე.
მერიემის გაბუნძულება რატომ არ მინდოდა? კი აირჩია უარყოფითი როლი, მაგრამ შოუს საინტერესოს ხდიდა და თან თამაშობდა, თამაშის არსი ეგეცაა.
და მაინც, მოგებას იმსახურებს მხოლოდ ერთი ადამიანი…“, - წერს ნინუსი ტურავა.
ასევე დაგაინტერესებთ: