როდის უნდა გაიწმინდოს სასაფლაო აღდგომამდე, რათა პატივი მიაგოთ მიცვალებულთა ხსოვნას
1744142836
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე ომს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად, ომი უწოდა. ამის გამო რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
დეპუტატმა ნიკიტა იუფერევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე პუტინის განცხადება შეისწავლონ.
აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის გაგრძელება, არამედ პირიქით - ამ ომის დასრულებაა, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით, რაც მალე მით უკეთესი“, - განაცხადა პუტინმა.