„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
ვლადიმერ პუტინის განცხადება არმიის გაზრდის შესახებ გრძელვადიანი მოქმედებისთვის მზადებაზე მიუთითებს, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.
„როდის მიაღწევს ამ დონეს, უცნობია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განმარტა, რომ გაფართოება მოიცავს მინიმუმ ორ ბრიგადას ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, რომელიც გაიზრდება დივიზიის ზომამდე“, - ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.
მათი ცნობით, გაურკვეველია, როგორ იპოვის რუსეთი ახალწვეულებს, რომ დაასრულონ ასეთი გაფართოება იმ დროს, როდესაც მისი ძალები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან უკრაინაში.
„ეს არის ერთ-ერთი პირველი მინიშნება იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი თავისი ძალების ადაპტირებას გრძელვადიან სტრატეგიულ გამოწვევებთან, რომლებიც წარმოიშვა უკრაინაში მისი შეჭრის შედეგად“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.