რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი ოთარ კუშანაშვილი სიმსივნეს ებრძვის

კუშანაშვილი

რუსეთში მცხოვრები შოუმენი და ტელეწამყვანი ოთარ კუშანაშვილი სიმსივნეს ებრძვის.

მას ახლა სიმსივნის მოსაშორებლად მესამე ოპერაციის ჩატარება უწევს.

2024 წლის 20 ივნისს ოთარ კუშანაშვილი გულისა და კუჭის ძლიერი ტკივილის გამო კლინიკაში დააწვინეს. 

მას შემდეგ რაც მამაკაცმა კვლევები ჩაიტარა, გაირკვა, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. წინასწარი დიაგნოზი ღვიძლის ციროზი იყო, თუმცა მალევე ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დასვეს.