მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
რუსეთში ეჭვობენ, რომ ალა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინანსებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ლა პუგაჩოვას გადამოწმების მოთხოვნით რუსეთის გენერალურ პროკურატურას უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა უკვე მიმართა.
ბოროდინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუგაჩოვა ისრაელში ცხოვრობს, ის სისტემატურად აკრიტიკებს „სპეციალურ საომარ ოპერაციას“.
ამასთან, მომღერალი მხარს უჭერს კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებსაც, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და უკრაინას ფინანსურად ეხმარებიან