საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1773086315
რუსეთმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება, ენერგორესურსების მიწოდება ევროპიდან უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადაიტანოს და არ დაელოდოს, ვიდრე ევროკავშირი ამას თავად გააკეთებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ევროკავშირი გეგმავს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას რუსული ენერგორესურსების, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის შეძენაზე და 2027 წლამდე ამ მიწოდებების სრულად აკრძალვასაც კი.
მისივე თქმით, ამ ფონზე რუსეთის მთავრობას დაავალა, შეაფასონ, მიზანშეწონილია თუ არა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტა უკვე ახლა, ვიდრე რუსეთის წინ „დემონსტრაციულად დახურავენ კარს“.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა ამისთვის საჭიროა სიგნალები ევროკავშირის მხრიდან, რომ ისინი ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკურ კონიუნქტურაზე უარს იტყვიან. მისი თქმით, თანამშრომლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ევროპული კომპანიები გრძელვადიან და სტაბილურ ურთიერთობაზე იქნებიან ორიენტირებული.
„ჩვენ გვჭირდება გარკვეული სიგნალები მათგან, რომ ისინი მზად არიან, ასევე სურთ თანამშრომლობა და უზრუნველყოფენ ამ თანამშრომლობის მდგრადობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1773086315