1692302192
რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ხუთშაბათს სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჯერად შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლებში.
ბევრი მათგანი ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, თითოეული სახელის შესახებ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ყველა უნდა დავაბრუნოთ სახლში. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.