რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა პატიმრები გაცვალეს

ტყვეები

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა პატიმრები გაცვალეს. რუსეთმა ციხიდან გაათავისუფლა შტატების და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ქსენია კარელინა, რომელსაც სახელმწიფო ღალატის მუხლით 12 წელი ჰქონდა მისჯილი.

დაკავების საფუძველი უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდაჭერა გახდა.

საპასუხოდ, ვაშინგტონმა გაათავისუფლა გერმანიისა და რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს კვიპროსზე ამერიკის მოთხოვნით დააკავეს, სამხედრო დანიშნულების მიკრო სქემების სავარაუდო ექსპორტისთვის.

„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტ-კლიფი აწარმოებდა.

გამოცემის ცნობით, მან ტელეფონით რამდენჯერმე ისაუბრა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან.