1753472160
რუსეთის ვიცე-პრემიერის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სომხეთი დაინტერესებულია „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ მუშაობის გაგრძელებით

რუსეთის და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს.
მიხაილ მიშუსტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის ალთაის რესპუბლიკაში საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონფერენციის ფარგლებში, ცალკე შეხვედრა გამართეს და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დღეს გამართულ შეხვედრაზე დაუდასტურა, რომ ერევანი დაინტერესებულია „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ მუშაობის გაგრძელებით.
„ზოგადად, სომხეთს – და ეს დღესაც განიხილეს – მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს მუშაობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“, – თქვა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.