1746988990
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა არჩევნებში ხმათა 87,28%-ით გაიმარჯვა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების 100% დაამუშავა, მათი განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87,28%-ით გაიმარჯვა.
მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლაი ხარიტონოვი („კომუნისტური პარტია“) - 4,31%, მესამეზე - ვლადისლავ დავანკოვი („ახალი ადამიანები“) - 3,85%, მეოთხეზე კი ლეონიდ სლუცკი („ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“) - 3,2%.
რუსეთის ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77,44% შეადგინა.