არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პროექტი, „დიფ სთეითი“ ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიის ნაწილები სოფელ ნოვოეში შევიდნენ.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში კიდევ სამი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწიეს.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება და ბრძოლის ველზე ძირითად ცხელ წერტილებში ძალებს აგროვებს. უკრაინული მედია წერს, რომ გასულ კვირას რუსეთის ჯარებმა დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით პოკროვსკის და ტორეცკის ქალაქების გარშემო, მეტი ტერიტორია დაიკავეს.