რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუს მედესანტეებს შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

rusetis armia

როსტოვის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუს მედესანტეებს სავარჯიშო წვრთნების დროს შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაიღუპა ორი ჯარისკაცი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტი როსტოვის ოლქში, კუზმინსკის სამხედრო პოლიგონზე, წვრთნების დროს მოხდა. U-23-2 საზენიტო ტყვიამფრქვევის ერთ-ერთ ოპერატორს ოკუპანტების წვრთნები უკრაინელი მედესანტეების დაშვებაში შეეშალა და ცეცხლი გაუხსნა.

❗️ Rostov air defense forces accidentally fired on Russian paratroopers

The incident took place at the Kuzminsky military training range in Rostov Region during a training exercise, Russian Telegram channels reported.

One of the operators of a ZU-23-2 anti-aircraft gun mistook… pic.twitter.com/JYuoQDpAzb

— NEXTA (@nexta_tv) January 7, 2024