რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ინიციირებულ სამხედრო წვრთნას შეერთებულ შტატებში ბირთვულ მუქარად და დიპლომატიურ შანტაჟად აღიქვამენ

ბირთვული იარაღი

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ინიციირებულ სამხედრო წვრთნას შეერთებულ შტატებში ბირთვულ მუქარად და დიპლომატიურ შანტაჟად აღიქვამენ. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ კრემლი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც უკრაინისთვის დასავლური იარაღის გარდაუვალ მიწოდებას ემთხვევა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებზე გავლენის მოხდენაა, რათა მათ უკვე დაგეგმილი სტრატეგია შეცვალონ.

რუსეთის ბირთვულ მუქარას გამოეხმაურა შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი. ჯონ კირბიმ კრემლის ქმედებას უგუნურება უწოდა და მოსკოვს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა ურჩია.