რუსეთის მიერ სუმზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა

სუმი

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს. დაშავებულთა შორის 17 ბავშვია.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დარტყმა სუმის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე განახორციელა. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა და სკოლა.

ქალაქში საგანგებო სამსახურები მუშაობენ.