რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმებას - ზელენსკი

ზელენსკი

რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ასეთი ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ მესამე მხარის საკითხებზე შეთანხმების მიღწევას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, უკრაინა ღიაა ნებისმიერი ფორმატის შეხვედრებისთვის რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან.

„ასევე გვსურს, რომ ევროპა იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია ევროკავშირში წევრობა, ასევე „მსურველთა კოალიცია““, - აღნიშნა ზელენსკიმ.