დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი ნავთობს ვენესუელისგან შეისყიდის

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი ნავთობს ვენესუელისგან შეისყიდის და არა ირანისგან. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა.

„ჩვენ უკვე დავდეთ ეს გარიგება, გარიგების კონცეფცია“, - აღნიშნა მან.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა ინდოეთს შეატყობინა, რომ მას ვენესუელის ნავთობის შესყიდვის განახლება შეუძლია. სააგენტოს მონაცემებით, ეს ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებაში უნდა დაეხმაროს.