1732386875
რუსეთის ერთ-ერთ სოფელში მობილიზაცია ვერ მიმდინარეობს, რადგან ყველა კაცი ტყეში კენკრის საკრეფად წავიდა
რუსეთში კარელიის სოფელ შელტორეზოში მობილიზაცია ვერ ხორციელდება, რადგან ყველა კაცი ტყეში კენკრის საკრეფად წავიდა, - ინფორმაციას Baza „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ადგილობრივებს შეატყობინეს, რომ მობილიზაციის ფარგლებში კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყვნენ, ყველა მათგანი ტყეში კენკრის საკრეფად წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულან.
სოფლის ადმინისტრაციაში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სწორედ ამ დროს დადიან ადგილობრივები მიტოვებულ სოფლებში კენკრის შესაგროვებლად, თუმცა, მათ არ იციან, თუ სად არიან კომისარიატში გამოძახებული კაცები ახლა.
ტყეს აფარებენ თავს სოფელ რიბრეკას მცხოვრებლებიც. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე სულ რამდენიმე ადამიანის მობილიზება.