დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 38 ქალაქში, ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვსა და პეტერბურგში დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერIტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო. მისი განმარტებით, გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან. შემდეგში დამატებითი განმარტებები გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუს თქმით, გაწვევას დაექვემდებარებიან ის პირები, ვისაც უმსახურია, აქვთ საჭირო სპეციალობა და სამხედრო გამოცდილება. მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია საერთო რესურსის მხოლოდ მცირედი ნაწილია და ამ ეტაპზე გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მობილიზაციის გამოცხადებამ უკვე იმოქმედა როგორც რუბლის კურსზე და საფონდო ბირჟებზე, ასევე მნიშვნელოვნად გაძვირდა ბილეთები რუსეთიდან. მედიაში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ასახულია ქვეყნის დატოვების მსურველთა რიგები რუსეთის საზღვრებზე.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს დაიწყო, სამხედრო აგრესიას, რომელსაც კრემლი სპეციალურ ოპერაციად მოიხსენიებს, უკვე ემსხვერპლა რამდენიმე ათეული ათასი რუსი ჯარისკაცი. უკრაინა ბოლო პერიოდში ეტაპობრივად იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათი მიზანი უკრაინის ტერიტორიის ოკუპანტებისგან სრული გათავისუფლებაა.